Express Pay MasterCard
გადაიხადეთ Express Card-ით მხოლოდ ერთი შეხებით სუპერმარკეტში, თქვენი უბნის მაღაზიაში, აფთიაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბენზინგასამართ სადგურზე, კაფესა და ყველა იმ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც Express Pay-ს გადახდის აპარატია განთავსებული.
Express Bonus
Express Card-ით გადახდისას მიიღეთ 10 Express ქულა.
დაგროვებული Express ქულები გადაცვალეთ ტრანსპორტით უფასო მგზავრობაზე, მობილურის, კომუნალური მომსახურების, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე.
Express Card-ით თქვენ უკვე შეძლებთ მეტროთი, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსითა და საბაგიროთი მგზავრობის საფასურის გადახდას მხოლოდ ერთი შეხებით, როგორც ადრე იხდიდით თქვენი სამგზავრო ბარათით.
გადაიხადეთ Express Card-ით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, დააგროვეთ Express ქულები და გადაცვალეთ უფასო მგზავრობაზე!

ExpressPay
გადაიხადე მხოლოდ ერთი შეხებით
აქამდე
- სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადახდისას გარკვეულ დროს ხარჯავდით – ნაღდი ფულით გადახდისას ელოდებოდით ხურდის დაბრუნებას, ბარათით გადახდისას კი – პინკოდის აკრეფას და ა.შ.;
- თქვენი საფულე, ჩანთა თუ ჯიბე სავსე იყო – ხურდებით, სამგზავრო, დაგროვების თუ საბანკო ბარათებით;
- ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გჭირდებოდათ 50 თეთრი. თუ აღნიშნული თანხა არ გქონდათ, გიწევდათ დახურდავებაზე ზრუნვა, რაზედაც ძირითადად უარს იღებდით;
დღეიდან
- დაზოგავთ დროს – სურსათს, საწვავს, მედიკამენტებს, საკანცელარიო ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებსა და სხვა მრავალ ნივთს თუ მომსახურებას შეიძენთ მხოლოდ ერთი შეხებით! მიადებთ ბარათს გადახდის აპარატს და თანხა გადახდილი იქნება!*
- სხვადასხვა ობიექტში ერთი შეხებით გადახდის გარდა, Express Card-ით გამოიტანთ ბანკომატიდან თანხას, ისარგებლებთ ინტერნეტგადახდებით, დაფარავთ კომუნალურ გადასახადებს, შეავსებთ მობილურის ბალანსს საკომისიოს გადახდის გარეშე და სხვ.;
- ავტომატურად ყოველი გადახდისას დააგროვებთ Express ქულებს, რომლებსაც შემდეგ გადაცვლით უფასო მგზავრობაზე, კომუნალური და სხვა მომსახურების ბალანსზე;
- ავტობუსით, მეტროთი, სამარშრუტო ტაქსითა და საბაგიროთი მგზავრობის ღირებულებასაც გადაიხდით მხოლოდ ერთი შეხებით. თუ გსურთ უფასო მგზავრობა, თქვენ მიერ დაგროვებულ ქულებს სამგზავრო ბალანსზე გადაცვლით.
*ერთი შეხებით მხოლოდ 20 ლარამდე ნივთს ან მომსახურებას შეიძენთ, 20 ლარის ზემოთ კი გადაიხდით სტანდარტულად – პინკოდის აკრეფით.
Express Bonus
დააგროვე მხოლოდ ერთი შეხებით
აქამდე
- თქვენ დაგროვების სხვადასხვა ბარათი გქონდათ. მაღაზიები, აფთიაქები თუ სხვადასხვა კომპანია თავის დაგროვების ბარათს გთავაზობდათ;
- ცალკე გადახდა გიწევდათ და ცალკე დაგროვების ბარათის მიწოდება;
- ყველგან ვერ ახერხებდით ქულების დაგროვებას;
- ზოგჯერ დაგროვებული ქულების სანაცვლოდ იღებდით სრულიად გამოუსადეგარ ნივთს ან მომსახურებას;
დღეიდან
- თქვენს 1 ბარათში – Express Card-ში – იქნება გაერთიანებული დაგროვების, საბანკო და სამგზავრო ბარათების ფუნქციები;
- გადახდისას Express ქულებს დააგროვებთ ავტომატურად, მაშინაც კი, როცა დაგროვებაზე არ იზრუნებთ;
- დაგროვებულ Express ქულებს გადაცვლით უფასო მგზავრობაზე, კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე;
- დაგროვებული Express ქულების რაოდენობას ნებისმიერ დროს და ადგილას საქართველოს ბანკის ბანკომატით, Express Pay-ს გადახდის აპარატით (მხოლოდ ერთი შეხებით), ინტერნეტბანკით (www.ibank.ge), Express Online-ით (www.eonline.ge), მობილბანკითა (www.mbank.ge) და ტელეფონბანკით (2 444 444) შეამოწმებთ;
- ქულებს დააგროვებთ ყველგან და ყოველთვის – მაღაზიაში, აფთიაქში, კვების ობიექტში, ბენზინგასამართ სადგურსა და სხვა ობიექტებში, ასევე ინტერნეტით გადახდისას, მობილურზე თანხის ჩარიცხვისას და მაშინაც კი, როცა დენის, გაზის, წყლის, დასუფთავების დავალიანებას დაფარავთ.

შეამოწმე მხოლოდ ერთი შეხებით
Express Card-ით დაგროვებული Express ქულების რაოდენობას შეამოწმებთ:
- Express Pay-ს გადახდის აპარატით;
- ინტერნეტბანკით (www.ibank.ge);
- Express Online-ით (www.eonline.ge);
- ბანკომატით;
- ტელეფონბანკით (2 444 444);
- მობილბანკით (www.mbank.ge);
- სერვისცენტრის მეშვეობით.

გადაცვალე მხოლოდ ერთი შეხებით
დღეიდან დაგროვებული Express ქულები შეგიძლიათ გადაცვალოთ:
- უფასო მგზავრობაზე;
- კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე.
Express ქულებს გადაცვლით:
- Express Pay-ს გადახდის აპარატით:
- Express Online-ით (www.eonline.ge):
გადაიხადეთ Express Card-ით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში, ავტომატურად დააგროვეთ Express ქულები, დაგროვებული ქულები კი გადაცვალეთ უფასო მომსახურებაზე!

იმგზავრე მხოლოდ ერთი შეხებით
აქამდე
- ავტობუსით, მეტროთი, სამარშრუტო ტაქსითა და საბაგიროთი მგზავრობის ღირებულებას იხდიდით მხოლოდ მგზავრობისთვის განკუთვნილი ბარათით ან ნაღდი ფულით;
- სამგზავრო ბარათის შესავსებად მიდიოდით მეტროსადგურებში ან სერვისცენტრებში;
- ხშირად ავტობუსით მგზავრობისას გჭირდებოდათ 50 თეთრი. თუ აღნიშნული თანხა არ გქონდათ, გიწევდათ დახურდავებაზე ზრუნვა, რაზედაც ძირითადად უარს იღებდით;
დღეიდან
- Express Card-ით ყოველი გადახდისას* ავტომატურად დააგროვებთ Express ქულებს, რომლებსაც შემდეგ გადაცვლით უფასო მგზავრობაზე;
- მხოლოდ ერთი ბარათი დაგჭირდებათ მგზავრობისთვის, დაგროვებისთვის და ასევე სასურველი პროდუქტის, ნივთისა თუ მომსახურების შესაძენად;
- არსად მოგიწევთ ბარათის შესავსებად წასვლა – მგზავრობის ღირებულება თქვენი Express Card-ის საბანკო ანგარიშიდან დაიფარება;
- აღარ გაავსებთ საფულეს ბარათებით, რადგან Express Card-ი სამგზავრო ბარათთან ერთად საბანკო და დაგროვების ბარათიცაა.
* ტრანსპორტში გადახდისას Express ქულები არ დაგერიცხებათ.
შეავსე მხოლოდ ერთი შეხებით
Express Card-ის შევსება შესაძლებელია:
Express Card-ზე ნაღდ ფულს შეიტანთ ძალიან მარტივად – არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს თქვენი ხელფასი, ყოველდღიური ნავაჭრი თუ გამომუშავებული თანხა, მიადებთ Express Card-ს Express Pay-ს გადახდის აპარატს და შეიტანთ თქვენს თანხას თქვენსავე ბარათზე; ბარათის ანგარიშზე განთავსებული თანხა კი ნაკლებად დაგეხარჯებათ და უფრო შეგენახებათ.
-
საქართველოს ბანკის
სერვისცენტრში
ეწვიეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და ოპერატორის დახმარებით მარტივად შეიტანეთ თანხა თქვენს Express Card-ზე.
ასევე მარტივად შეძლებთ თქვენს ბარათზე თანხის ჩარიცხვა-გადარიცხვას:
- ინტერნეტბანკით (www.ibank.ge);
- Express Online-ით (www.eonline.ge);
- მობილბანკით (www.mbank.ge).